ეპიდ-ვითარება და ვაქცინაციის დაბალი ტემპი

1 742 ახალი შემთხვევა, 29 გარდაცვლილი – ინფიცირების დღიური მაჩვენებელი საკმაოდ ნელი ტემპით ჩამოდის ქვემოთ.

ეპიდემიოლოგები სასწავლო პროცესის კლასებში დაწყების შემდეგ ეპიდ-ვითარების დამძიმებას არ გამორიცხავენ – მით უმეტეს იმ ფონზე, რომ პედაგოგებს შორის ვაქცინაციის მაჩვენებელი არცთუ მაღალია და ის მასწავლებელთა საერთო რაოდენობის ნახევარს შეადგენს. დაავადებათა კონტროლის ცენტრი პედაგოგებსა და სამედიცინო პერსონალში სავალდებულო აცრების დაწყების მომხრეა. თუმცა, საკოორდინაციო საბჭო ამ გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობს.