ეპიდ-ვითარება და განახლებული სასწავლო პროცესი 

რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ მოსწავლეებისთვის სკოლის კარი გაიღო.

„კოვიდ-19“-ს გავრცელების პრევენციისთვის პირველიდან მე-12 კლასის ჩათვლით ყველა მოსწავლემ პირბადე უნდა ატაროს. პედაგოგებსა და სკოლების ადმინისტრაციაში ვაქცინაციის მაჩვენებელი 67%-ს შეადგენს. ეპიდემიოლოგები სასწავლო პროცესის კლასებში განახლების შემდეგ ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესებას არ გამორიცხავენ. ამიტომ მოწოდებები ვაქცინაციისკენ კიდევ უფრო მკაცრდება. აცრების მაჩვენებელი კი ყოველდღე იკლებს. წინა კვირასთან შედარებით, მიმართვიანობა კიდევ უფრო შენელდა.