ეპარქიის გადაბარების პროცესი

მეუფე გრიგოლი ჭყონდიდის ეპარქიაში არსებულ ვითარებას ძალიან რთულს უწოდებს. საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ ჭყონდიდის ეპარქიის დროებითმა მმართველმა, რომელმაც პეტრე ცაავა ჩაანაცვლა, განაცხადა, რომ ეცნობიან სიტუაციას და ცდილობენ, მდგომარეობა არ დაზიანდეს. რაც შეეხება ეპარქიის გადაბარების პროცესს, მისი თქმით, პროცედურები დღეიდან დაიწყება. დღესვე ცნობილი ხდება, რომ მარტვილის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრის იღუმენიამ, თამარ გამყრელიძემ, წინამძღვრის პოზიცია დატოვა. რის საფუძველზე მიიღო მან ეს გადაწყვეტილება – დეტალებით თეა აბსარიძე მარტვილიდან.