ენტონი ბლინკენის განცხადება

„რუსეთი შეიჭრა საქართველოსა და უკრაინაში, დატოვა ძალები მოლდოვაში მისი ხალხისა და მთავრობის ნების საწინააღმდეგოდ, ახლა კი, ძალების მობილიზებას უკრაინის საზღვარზე ახორციელებს“, – ამის შესახებ ამერიკის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა კიევში ვიზიტისას უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან პრესკონფერენციაზე განაცხადა. მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ რუსეთს აქვს მოქმედების ორი გზა – დიპლომატიური და აგრესიის განახლების გზა, რომლის არჩევის შემთხვევაშიც, რუსეთი სერიოზული შედეგების წინაშე დადგება. როგორც სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, გასულ კვირას გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, შეერთებულ შტატებს რუსეთისთვის რამე შეთავაზებები არ წარუდგენია. ბლინკენმა ხაზი გაუსვა, რომ ახალი წევრებისთვის ნატო-ს კარის დახურვის საკითხი დასავლეთისათვის არ განიხილება. შეგახსენებთ, ხვალ ჟენევაში ენტონი ბლინკენისა და სერგეი ლავროვის შეხვედრაა დაგეგმილი.

დატოვე კომენტარი