„საქართველოში არის დემოკრატიული უკან დახევა და ეს ძალიან შემაშფოთებელია“- ეს განცხადება ამერიკის სახელმწიფო მდივანმა პარიზში საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა. ენტონი ბლინკენს საქართველოზე კითხვა ჟურნალისტმა ალექს რაუფოღლუმ დაუსვა: „საქართველოს შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ამ კვირაში განაცხადა, რომ ახალი არჩევნები შეიძლება იყოს გამოსავალი არსებული პოლიტიკური კრიზისიდან. მოკავშირეებმა მიიღეს ზომები, მაგალითად, სანქციები, მაგრამ რას უნდა ველოდოთ? არის თუ არა რამე, რისი გაკეთებაც დასავლელ მოკავშირეებს შეუძლიათ საქართველოს დემოკრატიის გადასარჩენად?“- ამ კითხვაზე ენტონი ბლინკენმა უპასუხა, რომ ლიდერებმა ეს საკითხი განიხილეს.