აშშ-ის სახელმწიფო მდივანი აღნიშნავს, რომ შეერთებულ შტატებს პირდაპირი კონტაქტი ჰქონდა ისლამისტური დაჯგუფება „ჰაიათ თაჰრირ ალ შამთან“, რომელიც სირიაში ბაშარ ასადის რეჟიმის დამხობას ხელმძღვანელობდა. ენტონი ბლინკენის თქმით, აშშ-მ პარტნიორებთან ერთად მიაღწია შეთანხმებას. აღნიშნული შეთანხმება ეხება სირიაში მიმდინარე პოლიტიკური ცვლილებების ძირითად პრინციპებს, მათ შორის უმცირესობების უფლებების დაცვას.