ენტონი ბლინკენი მაჰმუდ აბასს შეხვდა

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი დასავლეთ სანაპიროზე მდებარე ქალაქ რამალაში პალესტინის პრეზიდენტს, მაჰმუდ აბასს შეხვდა. ბლინკენმა კიდევ ერთხელ დაადასტურა შეერთებული შტატების ვალდებულება, ღაზაში სასიცოცხლოდ აუცილებელი ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებისა და პირველადი დანიშნულების სერვისების განახლების შესახებ და აღნიშნა, რომ პალესტინელებს არ უნდა უწევდეთ იძულებით გადაადგილება. სახელმწიფო მდივანმა ასევე ხაზი გაუსვა შეერთებული შტატების ვალდებულებას, იმუშაოს პალესტინელთა ლეგიტიმურ მისწრაფებებზე – პალესტინის სახელმწიფოს დასამკვიდრებლად. შეხვედრაზე ასევე განიხილეს ძალისხმევა დასავლეთ სანაპიროზე მშვიდობისა და სტაბილურობის აღსადგენად, მათ შორის პალესტინელთა წინააღმდეგ ექსტრემისტული ძალადობის შეწყვეტის საჭიროებაზე. თავის მხრივ, მაჰმუდ აბასმა ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის და ჰუმანიტარული დახმარების დაუყოვნებლივი შესვლის შესახებ გააკეთა მოწოდება. რამალადან ენტონი ბლინკენი კვიპროსის ქალაქ ლარნაკაში გაემგზავრა, საიდანაც შემდეგ თურქეთს ეწვევა.