ენმ საოლქო კომისიის დროებითი წევრების შერჩევის წესს აპროტესტებს

“ნაციონალური მოძრაობა” საოლქო კომისიის დროებითი წევრების შერჩევის წესს აპროტესტებს. დავით კირთაძის განცხადებით, ეს წესი კომისიას საშუალებას აძლევს, პარტია “ქართული ოცნების” მხარდამჭერების არჩევა მარტივად შეძლონ.

დავით კირთაძე ითხოვს კომისიის წევრების შერჩევა გასაუბრების გზით მოხდეს და მოუწოდებს საერთაშორისო ორგანიზაციებს, ჩაერთონ პროცესში. ცესკო-ში ამ თემაზე კომენტარს არ აკეთებენ. საარჩევნო კოდექსის მე-20 მუხლის მე-16 პუნქტი კანდიდატებთან გასაუბრებას კომისიას არ ავალდებულებს.

პარალელურად, ცესკო განცხადებას ავრცელებს, რომლითაც მოუწოდებს ჩართულ მხარეებს, დროულად გაირონ საარჩევნო რეგისტრაცია, რითაც ხელს შეუწყობენ საარჩევნო პროცესის ღიაობას, მათ შორის საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრების არჩევის პროცესს.