ენმ სააკაშვილის პოლიტიკური დევნის შეწყვეტის მოთხოვნით ხელმოწერებს აგროვებს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური დევნის შეწყვეტის მოთხოვნით ხელმოწერებს აგროვებს.

ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, ხელმოწერების რომელიმე სახელმწიფო სტრუქტურაში შეტანას არ აპირებენ და ამით მხოლოდ ქართველი ხალხის ნების გამოხატვის ჩვენება უნდათ.

თბილისის შემდეგ ნაციონალური მოძრაობა ხელმოწერების შეგროვებას საქართველოს სხვა დიდ ქალაქებშიც გეგმას.