ენმ-ს წევრის ფიზიკური ძალადობის ფაქტზე დაკავებულს აღკვეთის ღონისძიებად გირაო შეეფარდა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრის, ალექსანდრე კვახაძის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე დაკავებულ აღკვეთის ღონისძიების სახით 5000 ლარიანი გირაო შეეფარდა.

გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ცოტა ხნის წინ მიიღო.

გირაოს გადახდამდე შოთა ისაკაძე პატიმრობაში რჩება, მას გადახდის ვადად 20 დღე განესაზღვრა.

პროკურატურა ბრალდებულისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა.