ენმ-ს წევრი ლევან ხაბეიშვილი ნაძვის ხის კონსტრუქციიდან სლოგანის “სიცოცხლით სავსე ქალაქის" მოხსნის მიზნით სასამართლოს მიმართავს 

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი ლევან ხაბეიშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მიმართავს. ოპოზიციური პარტიის წევრი თავისუფლების მოედანზე ნაძვის ხის კონსტრუქციიდან სლოგანის “სიცოცხლით სავსე ქალაქის” მოხსნას ითხოვს.

ხაბეიშვილის თქმით, ქალაქის საახალწლო გაფორმებებზე პოლიტიკური პარტიის სლოგანის გამოყენება დაუშვებელია. ხაბეიშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების მისაღებად 24 საათს აძლევს.