ენმ-ს წევრი ლევან ხაბეიშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხეს - რა კითხვები ჰქონდა გამოძიებას ლევან ხაბეიშვილთან

“ნაციონალური მოძრაობის”  წევრი ლევან ხაბეიშვილი  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხეს. მისი განმარტებით, ანტიკორუფციულ სააგენტოში კითხვები ჰქონდათ მის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტებზე, სადაც მაჟორიტარების მიერ თანხების არამიზნობრივ ხარჯვაზე საუბრობდა.

ლევან  ხაბეიშვილის მტკიცებით, საკრებულოს მაჟორიტარები ოჯახის წევრებს ასაქმებდნენ  და სხვადასხვა კორუფციულ გარიგებებს ახდენდნენ.

დატოვე კომენტარი