ენმ-ს ფრაქციის სხდომა სენაკის საკრებულოში

სენაკის საკრებულოში ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ სხდომა გაიმართა. მათ კორუფციული სქემეების გამოძიება და აუდიტის დასკვნაზე რეაგირება მოითხოვეს. განიხილეს აუდიტის ანგარიში. მათივე ინფორმაციით, სენაკის ბიუჯეტმა 2 მილიონ ლარამდე იზარალა. ამასთან, ფრაქციის წევრებმა სენაკის საკრებულოში შექმნილ ვითარებაზეც ისაუბრეს და ხელისუფლება საკრებულოში ხელოვნური კრიზისის შექმნაში დაადანაშაულეს.

საქმე ეხება ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიერ სენაკის სასამართლოში შეტანილ სარჩელზე, რომლითაც მათ 9 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით მიმართეს. 9 თებერვალს სენაკის საკრებულომ თავმჯდომარე აირჩია. სახელისუფლებო პარტია მიიჩნევს, რომ თავმჯდომარის არჩევა კანონის დარღვევით მოხდა.