ენგურჰესის ენერგეტიკული და ტურისტული პოტენციალი

250 000 ვიზიტორი ბოლო სამ წელში – „ენგურჰესი“ ტურისტულად სულ უფრო დატვირთული ობიექტი ხდება.

ქვეყნის ენერგეტიკული სისტემის უმსხვილეს ობიექტზე ტურისტებისთვის ვიზიტორთა ცენტრი, მუზეუმი და კინოთეატრიც მოეწყო, სადაც ჰიდროელექტროსადგურების კასკადზე დოკუმენტურ ფილმს აჩვენებენ. ბოლო მონაცემებით, უნიკალური არქიტექტურისა და სიმძლავრეების მიხედვით ყველაზე მსხვილი ენერგეტიკული ობიექტის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის წილი მთლიან გენერაციაში 30-40%-ია.

გასული საუკუნის 70-იანი წლების ბოლოს აშენებულ უნიკალურ ნაგებობას „მოამბის“ გადამღები ჯგუფი ესტუმრა.