ენერგოომბუდსმენის ანგარიში

წყალმომარაგების, ელექტროენერგიის და ბუნებრივი გაზის კომპანიების წინააღმდეგ, ენერგოომბუდსმენის აპარატში 4338 საჩივარია შესული. ეს 2017 წლის მონაცემია. დოკუმენტში, გასულ წელს, ენერგოომბუდსმენის მიერ, მოქალაქეთა განცხადებებზე რეაგირებისა და აქტიური მუშაობის შედეგად, სამ  მილიონ ლარამდე თანხა ჩამოეწერათ მომხმარებლებს.

როგორც ანგარიშიდან ირკვევა, ენერგოომბუდსმენის აპარატში ყველაზე მეტი 1718 საჩივარი შეტანილია წყალმომარაგების მიმართულებით.  ელექტროენერგეტიკის საკითხზე კი – 1270, ხოლო ბუნებრივი გაზის სექტორის მიმართულებით – 1350 საჩივარი.

ანგარიშის პრეზენტაციას ესწრებოდნენ კომუნალური კომპანიების წარმომადგენლებიც. ისინი ამბობენ, რომ ენერგოომბუდსმენის აპარატთან მჭიდროდ თანამშრომლობენ და რეკომენდაციებს მაქსიმალურად ითვალისწინებენ.