ენერგოომბუდსმენი საინფორმაციო კამპანიას იწყებს

მომავალი კვირიდან ენერგოომბუდსმენი საინფორმაციო კამპანიას იწყებს. სალომე ვარდიაშვილის განცხადებით, პირველ რიგში თბილისში, შემდეგ კი მთელი ქვეყნის მასშტაბით,    საინფორმაციო შეხვედრები გაიმართება მოსახლეობასთან. მათ დაურიგდებათ საინფორმაციო ბუკლეტები, რისი საშუალებითაც მიიღებენ ინფორმაციას თუ როგორ უნდა მოიხმარონ ბუნებრივი აირი და რა წესები უნდა დაიცვან უსაფრთხოების მიზნით.

ენერგოომბუდსმენის თქმით, კამპანია ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.