ენერგოკრიზისის საფრთხე აფხაზეთში

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი აფხაზეთში შექმნილ ენერგოკრიზისს აფასებენ. თამაზ ხუბუასა და გია გვაზავას განცხადებით, ელექტროენერგიის შეზღუდვა, წყლის კლებასთან არის დაკავშირებული.

მათი განცხადებით, გამოსავალი სხვა დამატებითი წყაროების მოძიება უნდა იყოს. აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში მიაჩნიათ, რომ საქართველო სწორ პოლიტიკას ატარებს, ოკუპირებულ რეგიონს ელექტროენერგიას უფასოდ რომ აწვდის.