ენერგოკომპანიებს ჯარიმები ჩამოეწერებათ – მთავრობის ინიციატივა 

21:31, 10.12.2025

ინიციატივა, რომელიც საქართველოს ენერგოსექტორში დაპაუზებული პროექტების დასრულების პერსპექტივას აჩენს.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, განახლებადი ენერგიის სექტორში მომუშავე ყველა კომპანიას, ვადაგადაცილებული პროექტებისთვის დაკისრებული ჯარიმები სრულად ჩამოეწერება. საუბარია წლების განმავლობაში დაგროვილ დავალიანებაზე, რომელიც ჯამში მილიარდ ლარს აღწევს. გადაწყვეტილების მიზანი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისთვის მნიშვნელოვანი პროექტების სწრაფად განხორციელება და იმ ბარიერების მოხსნაა, რომელიც პროცესს აფერხებს. ინიციატივა თანხვედრაშია სტრატეგიასთან, რომლის მიხედვითაც საქართველო საშუალოვადიან პერიოდში ენერგეტიკულად თვითკმარი და ელექტროენერგიის ექსპორტიორი ქვეყანა უნდა გახდეს.

 

მსგავსი