ენერგოეფექტურობის ახალი კანონპროექტი 

გარემოზე ზემოქმედების შესამცირებლად მომავალი წლიდან საქართველოში ენერგოეფექტურობის პოლიტიკა პირველად ამოქმედდება.

ეს არის ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების წინაშე სამი წლის წინ აღებული ვალდებულება, რომლის შესრულებას ქვეყანა დაგვიანებით იწყებს. შესაბამისი საკანონმდებლო პროექტი პარლამენტს დასამტკიცებლად უკვე გაეგზავნა. დოკუმენტი შენობების ენერგოეფექტურობის კომპონენტსაც შეიცავს, რაც ნიშნავს, რომ ენერგიის დასაზოგად საჯარო შენობების ნაწილში სარემონტო სამუშაოები დაიგეგმება. ძირითადად, საუბარია სახურავებზე, ფანჯრებზე, გათბობისა და გაგრილების სისტემების მოწესრიგებაზე.