ენერგოეფექტური შენობები

ერთი წელი შენობებში ენერგოეფექტურობის მინიმალური სტანდარტის შემოღებიდან.

„მოამბე“ დაინტერესდა, რამდენად ეფექტური აღმოჩნდა შარშან ამოქმედებული კანონი, რომელიც თავის დროზე კომუნალური ხარჯების შესამცირებლად და გარემო ზემოქმედების შესამსუბუქებლად მიიღეს. ახალი რეგულაციების მიხედვით, ნებისმიერი შენობის მშენებლობის დროს ენერგოეფექტურობის სტანდარტები მკაცრად უნდა იყოს დაცული. სხვა შემთხვევაში სამშენებლო ნებართვები არ გაიცემა. კანონის დამტკიცების შემდეგ დაწყებულ სამშენებლო სამუშაოებს მერიის ზედამხედველობის სამსახური ამოწმებს.