ენერგოეფექტური ღუმელების საწარმო დუშეთში

დუშეთში ენერგოეფექტური ღუმელების საწარმო ამოქმედდა. აღნიშნული სოფლის განვითარების სააგენტოს პროგრამების მხარდაჭერით განხორციელდა. კომპანიამ „ესკო-ესი“ ენერგოეფექტური ღუმელების საწარმოს მოსაწყობად 2 მლნ ლარის ინვესტიცია ჩადო, შეღავათიანი აგროკრედიტის ოდენობა 1,5 მლნ ლარია, ხოლო 500 000 ლარი კომპანიამ გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში მიიღო. ახალ საწარმოში 25 ადამიანია დასაქმებული. კომპანია 5-წლიანი პროექტის ფარგლებში, 33 ათასი ღუმელის დამზადებასა და საქართველოს სრულად მოცვას გეგმავს.