„ენერგო-პრო ჯორჯიამ“ ბათუმში 2017 წლის ანგარიში წარადგინა

ენერგო-პრო ჯორჯიამ ბათუმში 2017 წლის ანგარიში წარადგინა და მიმდინარე წლის პრიორიტეტებზე ისაუბრა.

აქცენტები გაკეთდა როგორც კომპანიის სტრატეგიულ მიმართულებებზე, ასევე 2017 წელს ქსელში განხორციელებულ საინვესტიციო პროექტებზე.

მთავარ მიღწევად აბონენტთა ინდივიდუალური გამრიცხველიანების პროექტი და კახეთის სადისტრიბუციო ენერგოკომპანიის შეძენა დასახელდა.

ენერგო-პრო ჯორჯიამ გასულ წელს 89 მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელა, ხოლო 2018 წელს 92 მილიონამდე ინვესტიციას გეგმავს.