ენერგეტიკული სექტორის განვითარების გეგმა
ენერგეტიკოსები პროფესიულ დღეს აღნიშნავენ.
დარგის სპეციალისტებს დღეს კიდევ ერთხელ გააცნეს სფეროს განვითარების გეგმა. ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და ენერგეტიკული დამოუკიდებლობის გასაზრდელად ხელისუფლება გენერაციის ზრდას და ქვეყნის ენერგეტიკული პოტენციალის რაციონალურად ათვისებას პრიორიტეტად აცხადებს. განსაკუთრებული აქცენტი კეთდება ენერგეტიკის სფეროში ახალი ინვესტიციების მოზიდვაზე. ამ მხრივ ბოლო პერიოდში გაუმჯობესებულ ტენდენციებზეც მიუთითებენ. 10-წლიანი ხედვა ინფრასტრუქტურის განვითარებას, მსხვილ პროექტებს და ახალი ჰესების აშენებასაც მოიცავს.