ენერგეტიკული სასმელების მოხმარება მოზარდებში

21:59, 03.06.2025

საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტები ენერგეტიკული სასმელების რეალიზაციაზე შეზღუდვების დაწესებას ითხოვენ. ექიმები და ექსპერტები საკუთარ პოზიციას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის და სხვადასხვა ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევებით იმყარებენ. არითმია, ნერვული დაავადებები, ძილის დარღვევები – ეს მხოლოდ ნაწილია იმ გართულებების, რასაც კვლევის მიხედვით, სხვადასხვა ენერგეტიკული სასმელი იწვევს. მედიკოსების რეკომენდაციაა, რომ პროდუქციის გაყიდვა არასრულწლოვნებზე საერთოდ აიკრძალოს. მოექცევა თუ არა მითითებული პროდუქტების რეალიზაცია რეგულირების ქვეშ – დაავადებათა კონტროლის ცენტრმა სხვა უწყებებთან ერთად სფეროს დარეგულირების საკითხის განხილვა დაიწყო.

მსგავსი