ენერგეტიკული კრიზისი – აშშ დიზელის ექსპორტის შეზღუდვას გეგმავს

21:38, 29.09.2026

გლობალური დეფიციტი დიზელის საწვავზე და რეკორდულად მაღალი ფასი, რომელიც მსოფლიო ეკონომიკას სერიოზულ  საფრთხეს უქმნის. მხოლოდ ამერიკაში დიზელის საშუალო ფასი გალონზე 6 დოლარსა და 50 ცენტს აჭარბებს. რთულია ვითარება საწვავის იმპორტიორ ევროპის ქვეყნებსა და ბრიტანეთშიც. ჰორმუზის სრუტეში არსებული ვითარების გარდა, რაც ენერგორესურსების ტრანსპორტირებას აფერხებს, საწვავის ღირებულებაზე უარყოფითად აისახება უკრაინის იერიშები რუსულ ენერგოობიექტებზეც. დიზელის საწარმოებზე დრონების თავდასხმების შემდეგ მოსკოვმა საწვავის ექსპორტი სრულად ჯერ კიდევ ივლისში აკრძალა. გლობალური მწვავე დეფიციტის და მოახლოებული შუალედური არჩევნების ფონზე დონალ ტრამპი ამერიკული დიზელის ექსპორტის აკრძალვას განიხილავს. საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის, თუმცა ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთში მოსალოდნელ მძიმე შედეგებზე უკვე ალაპარაკდნენ. ტრამპის გეგმას, რომელიც დიდწილად ამომრჩეველთა კეთილგანწყობის მოპოვებაზეა ორიენტირებული, ნეგატიურად აფასებენ სპეციალისტები.

მსგავსი