ენერგეტიკული და მარცვლეულის კრიზისი ომის ფონზე

ევროპისთვის რუსული გაზის მიწოდების ახალი ალტერნატივა ჩნდება.

პუტინ-ერდოღანის შეხვედრის მთავარი შედეგი ახალ ჰაბზე შეთანხმებაა. საუბარია თურქეთის ტერიტორიაზე გაზსადენის პლატფორმის მოწყობაზე, საიდანაც ბუნებრივი აირი ევროპის ქვეყნებით მიმართულებით გადანაწილდება. გაზის ტრანსპორტირების ახალი გზის ძიება მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც ჩრდილოეთ ნაკადის მილსადენები დაზიანდა. ახლა საინტერესოა, რა რეაქცია ექნება საერთაშორისო მიწოდებაზე გათვლილი ჰაბის შექმნაზე ევროპას, რომელიც უკრაინაში ომის დაწყების და მოსკოვის მხრიდან ენერგორესურსების შანტაჟის იარაღად გამოყენების ფონზე რუსეთზე ენერგოდამოკიდებულების შემცირების გზებს ეძებს.