ენერგეტიკული კრიზისი უნგრეთსა და რუმინეთში
რეკორდულად მაღალმა ტემპერატურამ უნგრეთში ენერგეტიკული კრიზისი გამოიწვია.
ძლიერი სიცხის გამო მდინარე დუნაიში წყლის დონე კრიტიკულად არის შემცირებული. შედეგად შეფერხებებით მუშაობს ტუმბოები, რომელიც მდინარესთან მდებარე პაქშის ატომურ ელექტროსადგურს აგრილებს და მოსახლეობას წყლით ამარაგებს. წყლის დეფიციტთან ერთად შეფერხებებია ელექტრო მომარაგებაშიც, სწორედ პაქშის ატომური ელექტროსადგურია დენის უმნიშვნელოვანესი წყარო, რომელიც ფაქტობრივად გაჩერებულია. ქვეყნის პრემიერ-მინისტრი მომდევნო ხუთ დღეს განსაკუთრებულად კრიტიკულად აცხადებს. ტემპერატურის მოსალოდნელი მატების გამო პეტერ მადიარი მოსახლეობას წყლის და ელეტროენერგიის გონივრული მოხმარებისკენ მოუწოდებს. წყალი გრაფიკით მიეწოდება ასზე მეტ ქალაქსა და სოფელს. ცნობილია ენერგო კრიზისით გამოწვეული ზარალის ოდენობაც. უნგრეთს ელექტროენერგიის შესყიდვა სავარაუდოდ 600 მილიონ დოლარზე მეტი დაუჯდება.
მძიმე ვითარებაა უნგრეთის მეზობელ რუმინეთშიც – სალომე თორაძე გიამბობთ.