ენერგეტიკოსის დღე

15:19, 18.09.2025

საქართველოს ენერგეტიკოსის დღე „ენგურჰესის“ თაღოვანი კაშხლის მიმდებარე ტერიტორიაზე აღინიშნა. საზეიმო ღონისძიება პრემიერმა გახსნა. ირაკლი კობახიძემ ენერგეტიკის სექტორის გამოწვევებზე ისაუბრა და დარგის წარმომადგენლებს პროფესიული დღე მიულოცა. ღონისძიებაზე ასევე სიტყვით გამოვიდა ეკონომიკის მინისტრი. ოფიციალური მისალმების შემდეგ, 16 გამორჩეულ ენერგეტიკოსს „საქართველოს ენერგეტიკოსის“ საპატიო ჯილდო საზეიმოდ გადასცეს. ღონისძიებას საქართველოს მთავრობის წევრები, ასევე ენერგეტიკის სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ.

მსგავსი