ენერგეტიკის მუშაკთა პროფესიული კავშირის მოთხოვნა

15:28, 18.04.2019

საქართველოს ენერგეტიკის მუშაკთა პროფესიული კავშირი „ენერგო-პრო ჯორჯიასგან“ თანამშრომლებისთვის ხელფასების მომატებას და ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურებას მოითხოვს. მათ დღეს აქცია დააანონსეს. რაც შეეხება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ პოზიციას, კომპანიამ გუშინ გაავრცელა განცხადება, სადაც ისინი პროფკავშირების ბრალდებებს აბსურდულს და არასწორს უწოდებენ. განცხადებაში კომპანია განმარტავს, რომ ბრალდებები თითქოსდა კომპანიაში დასაქმებულებს შორის ხელფასებში შეუსაბამო სხვაობაა, სიცრუეა.

მსგავსი