რა პირობები შექმნა სახელმწიფომ ელექტროენერგიის გენერაციის ობიექტების ასაშენებლად – მცირე ენერგეტიკის მხარდაჭერის პროგრამის შედეგები საჯარო ხდება.
ერთი წლის წინ დაწყებული პროგრამით უკვე 100-ზე მეტმა ბენეფიციარმა ისარგებლა. საუბარია ქარის, მზის და ჰიდროელექტროსადგურებზე, რომელთა დადგმული სიმძლავრე 0,5 მეგავატს არ აჭარბებს. პროგრამა მეწარმეებს სესხის სუბსიდირებასა და საბანკო გარანტიების მიღებაში ეხმარება.