ენერგეტიკის განვითარების გეგმა

ჭუბერში გამართულ შეხვედრაზე საუბარი სადავო ჰესებსაც შეეხო. სწორედ ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობაა ერთ-ერთი მიმართულება ენერგეტიკის განვითარების გეგმის, რომელზეც ეკონომიკის სამინისტროს ახალი გუნდი მუშაობს.

მიზანი ელექტროენერგიის იმპორტზე დამოკიდებულების შემცირება და ენერგოუსაფრთხოების გაძლიერებაა. მინისტრის თქმით, რამდენიმე წელიწადში საქართველო საკუთარი ელექტროენერგიით სრულად იქნება უზრუნველყოფილი. თუმცა ექსპერტების ნაწილისთვის გეგმა რთული და ამბიციურია. მით უმეტეს, ჰესების სადავო და შეჩერებული პროექტების ფონზე.