„ენდიაის“ წინასაარჩევნო გარემოს შეფასების შუალედური ანგარიში

ენდიაი“ წინასაარჩევნო პერიოდის შეფასების შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს.

კვლევა 28 ივლისიდან ოთხი აგვისტოს პერიოდში ჩატარდა და მოიცავს ისეთ საკითხებს როგორებიცაა საარჩევნო სისტემა და ადმინისტრაცია, საარჩევნო გარემო, მედიის როლი და დეზინფორმაცია, გენდერი და ინკლუზიურობა და კორონავირუსის ზეგავლენა. „ენდიაის“ დელეგაცია მთავრობის, პოლიტიკური პარტიების, ცენტრალური საარჩევნო კომისიის, სამოქალაქო საზოგადოების, მედიის, ადგილობრივი და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და დიმპლომატიური მისიების წარმომადგენლებს ესაუბრა. ანგარიში ასევე ითვალისწინებს ინსტიტუტის მიერ საქართველოში საქმიანობის 25 წლის მანძილზე დაგროვილ გამოცდილებას. ანგარიშის მიხედვით, დამოუკიდებლობის თითქმის 30 წლის განმავლობაში საქართველომ დაამტკიცა, რომ მას სანდო არჩევნების ჩატარების ტექნიკური შესაძლებლობები გააჩნია. ასევე, ქვეყანამ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობის გასაზრდელად და გზა გაუხსნა სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემას. აქედან გამომდინარე, მოქალაქეებს მაღალი მოლოდინი აქვთ, რომ წლევანდელი არჩევნები დემოკრატიულ გარემოში ჩატარდება. თუმცა, არჩევნების სანდოობასთან დაკავშირებული გარკვეული საკითხები კვლავ გამოწვევად რჩება, რაც კიდევ უფრო აძლიერებს პოლარიზაციას და საარჩევნო პროცესის მიმართ საზოგადოების ნდობას აკნინებს. „ენდიაის“ პრეზიდენტი მიმართვასაც ავრცელებს, სადაც დერეკ მიტჩელი კვლევის შესახებ საუბრობს.