„ენდიაის“ კვლევის შედეგები

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი“  (NDI) ახალი კვლევის შედეგებს აქვეყნებს.

გამოკითხულთა უმრავლესობა, ლიდერებიდან ყველაზე დადებითად, კახა კალაძის საქმიანობას აფასებს. ყველაზე ცუდად კი, სალომე ზურაბიშვილის. კითხვაზე – ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა უმრავლესობა „ქართულ ოცნებას“ მისცემდა ხმას.  „ენდიას“ კვლევის თანახმად, ინსტიტუტებს შორის, საქართველოს ჯარი, მართლმადიდებელი ეკლესია და პოლიცია ლიდერობენ.

ავტორების ინფორმაციით,  გამოკითხვა 2019 წლის 19 ნოემბერიდან 13 დეკემბრის პერიოდში ჩატარდა საქართველოს მასშტაბით, ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით. გამოიკითხა 2,180 ადამიანი, პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე.