ენდი ბერნემი ბრიტანეთის პრემიერი გახდა 

21:23, 20.07.2026

დიდი ბრიტანეთის ახალი პოლიტიკური რეალობა – ბოლო ათ წელში ქვეყანას უკვე მეშვიდე პრემიერ-მინისტრი ჰყავს.

კირ სტარმერმა ეს თანამდებობა დღეს ოფიციალურად გადააბარა ენდი ბერნემ, რომელიც მმართველი ლეიბორისტული პარტიის ლიდერიც გახდა. მანჩესტერის ყოფილმა მერმა საზოგადოების მიმართ პირველი მიმართვა ქვეყნის პრობლემებსა და მთავარ გამოწვევებზე და ამ პრობლემების გადაჭრის მისეულ ხედვაზე საუბარს დაუთმო. დაანონსდა ახალი გადაწყვეტილებების მიღება, მასშტაბური ცვლილებები, ძალაუფლების გადანაწილება, ბრიტანული ინდუსტრიის გაძლიერება, ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერა და ახალი პოლიტიკურ-ეკონომიკური მოდელის შექმნა. მთავარ პრიორიტეტად კი მანჩესტერის ყოფილმა მერმა და ახლა უკვე პრემიერმა სტაბილურობის დაბრუნება გამოაცხადა. ბერნემის კიდევ ერთი მთავარი გზავნილი იყო უკრაინის მიმართ ურყევი მხარდაჭერის და დახმარების გაგრძელება. თავის მხრივ ორწლიანი მმართველობის შემდეგ საზოგადოებას გამოსამშვიდობებელი სიტყვით მიმართა კირ სტარმერმა, რომელმაც თანამდებობა შიდა პოლიტიკური უთანხმოებების, ადგილობრივ არჩევნებში ლეიბორისტული პარტიის მარცხის და სადავო გადაწყეტილებების ფონზე დატოვა.

მსგავსი