Empire of the Sun -ის კონცერტი შეკვეთილში
ავსტრალიური დუეტი ქართველი მსმენელისთვის პირველად მღერის.
დღეს „ბლექ სი არენა“ Empire of the Sun-ის კონცერტს მასპინძლობს. 2008 წელს შექმნილი ჯგუფი საქართველოს მსოფლიო ტურნეს ფარგლებში სტუმრობს. სამი ალბომის შემდეგ თეატრალური წარმოდგენებითა და მუსიკალური ჟანრების სინთეზით ცნობილი დუეტი შარშან მსმენელის წინაშე ახალი სტუდიური ჩანაწერით წარდგა. დღევანდელ კონცერტზე ბოლო ალბომში შესული სიმღერებიც შესრულდება.