პროექტ Starring Georgia-ს ფარგლებში, 27 აგვისტოს შეკვეთილში, მსმენელის წინაშე Empire of the Sun წარდგება.
ავსტრალიურ მუსიკალურ ბენდს Black Sea Arena-ს ეზოში მდებარე Front Stage უმასპინძლებს. დუეტი პირველად 2008 წელს სადებიუტო ალბომით „Walking on a Dream“ გამოჩნდა. კომპოზიციები: „Walking on a Dream“ და „We Are the People“ მათი წარმატების დასაწყისი იყო. თეატრალური წარმოდგენებითა და სხვადასხვა მუსიკალური ჟანრის საინტერესო შეზავებით, „Empire of the Sun“ აქტუალურობას დღემდე არ კარგავს. გასულ წლებში, პროექტის ფარგლებში, ქართულ სცენებზე ისეთი ვარსკვლავები გამოჩნდნენ, როგორებიც Imagine dragons, bruno mars, the killers და სხვები არიან. საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, პროექტი Starring Georgia 2025 წელსაც მრავალფეროვანი მუსიკალური პროექტებით იქნება წარმოდგენილი.