Empire of the Sun „ბლექ სი არენაზე“
პოპულარული ავსტრალიური დუეტის პირველი კონცერტი საქართველოში.
Empire of the Sun-მა ქართველი მსმენელისთვის იმღერა. „ბლექ სი არენას“ სცენაზე მუსიკოსებმა ცნობილი ჰიტები და ახალ ალბომში შესული კომპოზიციები შეასრულეს. 2008 წელს შექმნილი ჯგუფის რეპერტუარს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში საკმაოდ მრავალფეროვანი აუდიტორია ჰყავს. დუეტი საქართველოს მსოფლიო ტურნეს ფარგლებში ესტუმრა. კონცერტის მსვლელობისას დუეტი მსმენელის წინაშე მათთვის დამახასიათებელი წარმოდგენებითა და ნომრებით წარდგა. შოუმ ქართველი თაყვანისმცემლების ოვაციების ფონზე ჩაიარა.