Emmy Awards-ის 2025 წლის ნომინანტები

ამერიკული სატელევიზიო პრემია Emmy Awards-ის ნომინანტები ცნობილია. წლევანდელი „ემის“ მთავარი ფავორიტი „სევერენსია“, რომელმაც სხვადასხვა კატეგორიაში 27 ნომინაცია მოიპოვა – მათ შორის მთავარი როლის შემსრულებელი საუკეთესო მსახიობი კაცისა და ქალის კატეგორიებში. სეთ როგენის მიერ შექმნილმა და მისივე მონაწილეობით გადაღებულმა ახალმა კომედიურმა სერიალმა The Studio-მ კი „ემის“ 23 ნომინაცია მიიღო. ამით მან სადებიუტო სეზონში კომედიური სერიალების ნომინაციების რეკორდი დაამყარა და გასულ წელს The Bear-ის შედეგი გაიმეორა. ყველასათვის მოულოდნელად, ნომინაციების გარეშე დარჩა Squid Game-ი მესამე სეზონი. „ემის“ რიგით 77-ე ცერემონია 14 სექტემბერს გაიმართება.