ემიგრაციის მუზეუმი 

ეროვნულ ბიბლიოთეკაში ქართული ემიგრაციის მუზეუმი გაიხსნა, რომელიც 1994 წელს პროფესორმა გურამ შარაძემ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დააარსა. მას გადაწყვეტილი ჰქონდა, საბოლოოდ მუზეუმს ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაედო ბინა. მამის სურვილი გურამ შარაძის ქალიშვილმა, რუსუდან შარაძემ შეასრულა. მუზეუმში დაცულია ქართველი პოლიტიკური ემიგრანტების უძვირფასესი არქივები, პერიოდული გამოცემების სრული კოლექციები, უნიკალური წიგნები და სხვა მნიშვნელოვანი მასალა.