EMC-ს განცხადება

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი  25 მაისს ნორიოს ტყეში, სამხედრო მომსახურეებს შორის მომხდარი ინციდენტის დარღვევებით გამოძიებაზე საუბრობს და პროკურატურას რეაგირებას სთხოვს.

როგორც  ორგანიზაციის განცხადებაშია ნათქვამი,  ინციდენტი საამხედროებს შორის 25 მაისს მოხდა, თუმცა შსს-მ გამოძიება 3 დღის დაგვიანებით, 28 მაისს დაიწყო.  ორგანიზაციას პრეტენზიები აქვს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციასთანაც.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ სამხედრო პოლიციამ  მომხდარი ინციდენტის შესახებ ინფორმაცია შესაბამის უწყებებს დროულად არ მიაწოდა და  გარკვეული პერიოდის განმავლობაში, მალავდნენ სერგო ჯიმშერაშვილის დაზიანებების რეალურ მიზეზს და წარმომავლობას.  თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ სამხედრო პოლიციამ ინფორმაცია შესაბამის უწყებებს დროულად მიაწოდა, შინაგან საქმეთა სამინისტროში კი კომენტარს ჯერ-ჯერობით არ აკეთებენ.

სამხედროებს შორის ინციდენტი მიმდინარე  წლის 25 მაისს, ნორიოს ტყის მიმდებარე ტერიტორიაზე, თავდაცვის სამინისტროს პირველი საარტილერიო ბრიგადის სამხედრო პირებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, რის შედეგადაც ერთ-ერთმა სამხედრომ, სერგო ჯიმშერაშვილმა თავის ტვინის დაზიანებები მიიღო. ის 25 მაისიდან 1 სექტემბრამდე კომაში იმყოფებოდა. სერგო ჯიმშერაშვილი 1 სექტემბერს თავდაცვის სამინისტროს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გარდაიცვალა.

დანაშაულის დაფარვისა და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე 5 სამხედრო მოსამსახურეა ბრალდებული და მათ მიმართ სასამართლო განხილვა უკვე მიმდინარეობს.