EMC-ის შეხვედრა მრგვალი მაგიდის ფორმატში

15:17, 25.02.2019

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის ორგანიზებით, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს შექმნასთან დაკავშირებულ კანონპროექტს განიხილავენ ექსპერტები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები მრგვალი მაგიდის ფორმატში.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრში ფიქრობენ, რომ ქვეყანაში უსაფრთხოების მაკოორდინირებელი ორგანოს შექმნა მნიშვნელოვანი ინიციატივაა, თუმცა კითხვები არსებობს საბჭოს დაკომპლექტების, საქმიანობის ორგანიზების და პრემიერ-მინისტრისთვის უსაფრთხოების სფეროში გადაცემული უსაფრთხოების კუთხით.

უსაფრთხოების სფეროს ექსპერტებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად განხილულ იქნება კანონპროექტის დახვეწის გზები, რეკომენდაციები კი პარლამენტს წარედგინება.

მსგავსი