EMC-ის კვლევა

ზემო სვანეთში დაცული ტერიტორიების შექმნის შესაძლებლობასთან დაკავშირებით სპეციალური კვლევა ჩატარდა. ის აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის პროექტის ფარგლებში ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა მოამზადა. კვლევაში მიმოხილულია ზემო სვანეთში, კერძოდ იდილიანის, ხაიშის, ჭუბერისა და ნაკრას ტერიტორიებზე დაცული ტერიტორიების შექმნის შესაძლებლობები.

კვლევის ავტორები ამბობენ, რომ აღნიშნულ თემებში მოსახლეობა ტყეში მოპოვებულ მერქნულ რესურსებზეა დამოკიდებული. ამავდროულად, ამ ტერიტორიებზე დედამიწის ზომიერ სარტყელში შემორჩენილი უნიკალური და ხელუხლებელი ტყეებია.

ავტორებმა სცადეს შეეფასებინათ, შეუწყობს თუ არა ხელს დაცული ტერიტორიების არსებობა სოციალური, ეკონომიკური და გარემოსდაცვითი პრობლემების გადაწყვეტას.