ემანუელ მაკრონმა ჩრდილოეთ სირიაში, შესაძლოა, დამატებითი ძალები გაგზავნოს

ე.წ. ისლამური სახელმწიფოს მხრიდან საფრანგეთში განხორციელებული არაერთი ტერაქტის შემდეგ, ემანუელ მაკრონმა ჩრდილოეთ სირიაში, შესაძლოა, დამატებითი ძალები გაგზავნოს. საფრანგეთის პრეზიდენტმა სირიაში ერთმანეთთან დაპირისპირებულ თურქეთსა და ქურთებს დიალოგი შესთავაზა.

რადიკალ ჯიჰადისტებთან ბრძოლაში, ქურთებს შეიარაღებით, ამერიკასთან ერთად საფრანგეთიც ეხმარება. ოფიციალური პარიზის გეგმას თურქეთი კატეგორიულად ეწინააღმდეგება.