ემანუელ მაკრონისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა

საფრანგეთისა და რუსეთის პრეზიდენტების პირისპირ შეხვედრა ორი წლის შემდეგ. ემანუელ მაკრონსა და ვლადიმირ პუტინს შორის დიალოგი თითქმის 6 საათი გაგრძელდა. განიხილეს უკრაინაში შექმნილი ვითარება და კრიზისის ესკალაციის შესაძლებლობა. საფრანგეთის პრეზიდენტი დღეს უკვე კიევში ჩავა, სადაც პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება.

მაკრონსა და პუტინს შორის შეხვედრა, შეერთებული შტატების პრეზიდენტისა და გერმანიის კანცლერის ვაშინგტონში გამართული შეხვედრის პარალელურად შედგა.