ემანუელ მაკრონისა და ბიძინა ივანიშვილის სატელეფონო საუბარი – შეფასებები

12:17, 12.12.2024

შეფასებების თემაა საფრანგეთის პრეზიდენტსა და ბიძინა ივანიშვილს შორის გამართული სატელეფონო საუბარი. ოპოზიციის განმარტებით, ის ფაქტი, რომ საუბარი შედგა ბიძინა ივანიშვილთან და არა ირაკლი კობახიძესთან, ხაზს უსვამს, რომ საფრანგეთი და ემანუელ მაკრონი საქართველოს მთავრობის ლეგიტიმურობას არ აღიარებენ. შეგახსენებთ, სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაცია გუშინ გავრცელდა. როგორც ცნობილი ხდება, აღნიშნული საუბრის წარმართვის ინიციატორი ემანუელ მაკრონი, განხილვის მთავარი საკითხები კი საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობა და საქართველოში მიმდინარე მოვლენები იყო.

მსგავსი