საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადება განხილვის თემაა თბილისში. მმართველი გუნდი მაკრონის შეფასებას იზიარებს და აცხადებს, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები, მათ შორის წინა საფრანგეთის ელჩი პირდაპირ ერეოდა საქართველოს საშინაო საქმეებში. „ქართულ ოცნებაში“ აღნიშნავენ, რომ თუ საფრანგეთი იცვლის პოზიციას ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევასთან დაკავშირებით, ამას მხოლოდ მიესალმებიან.
ხელისუფლების ოპონენტები კი აცხადებენ, რომ „ქართული ოცნება“ არაღიარებული ხელისუფლებაა და ჩარევა პოლიტიკური ქცევის შედეგია. შეგახსენებთ, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ საფრანგეთში აშშ-ის ელჩის, ჩარლზ კუშნერის კრიტიკა საფრანგეთის მიმართ მიუღებელია დიპლომატისთვის და აღნიშნა, რომ ფრანგ ელჩს ამის გაკეთების უფლება არასდროს ექნება.