საფრანგეთის პრეზიდენტის სატელევიზიო მიმართვა და გადაწყვეტილება ახალი რეალობის შექმნაზე. ემანუელ მაკრონი გამოდის დებატების გახსნის წინადადებით, რომ საფრანგეთმა თავისი ბირთვული შემაკავებლით ევროპულ კონტინენტზე სხვა მოკავშირეების დაცვა დაიწყოს. საფრთხე მოდის რუსეთიდან და ასევე სახელდება აუცილებლობა მზადყოფნის შესახებ იმ შემთხვევაში, თუ ამერიკა მათ გვერდით აღარ იქნება. საფრანგეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუსეთი აგრძელებს შეიარაღებას და 2030 წლისთვის ის საკუთარი არმიის კიდევ უფრო გაზრდას გეგმავს, რუსული საფრთხე არსებობს და გავლენას ახდენს ევროპის ქვეყნებზე. ამას მოწმობს ის, რომ რუსეთმა უკვე აქცია უკრაინის კონფლიქტი გლობალურ კონფლიქტად. საფრანგეთის ლიდერმა ასევე აღნიშნა, რომ მზად უნდა იყვნენ, თუ ამერიკის შეერთებული შტატები ევროპას ტარიფებს დაუწესებს, როგორც ეს კანადისა და მექსიკის შემთხვევაში მოხდა.