ემანუელ მაკრონის განცხადება

საფრანგეთის პრეზიდენტი საქართველოში მიმდინარე პროცესებსა და შექმნილ მდგომარეობას კიდევ ერთხელ ეხმაურება. ემანუელ მაკრონი ჩვენი ქვეყნის ევროპული გზისა და დემოკრატიის დამცველებისადმი მხარდაჭერას გამოხატავს და ამბობს, რომ ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს ახალგაზრდების რეპრესიების, მთავრობის მეთაურის შემაშფოთებელი განცხადებებისა და არსებითად ევროპული გზის ღალატის გამო. განცხადება საფრანგეთის პრეზიდენტმა პოლონეთის პრემიერ-მინისტრთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა. მაკრონმა რუსეთის მხრიდან ევროპაში საარჩევნო პროცესზე განხორციელებულ ჰიბრიდულ თავდასხმებზეც ისაუბრა და მაგალითად საქართველო, მოლდოვა და რუმინეთი დაასახელა.