ემანუელ მაკრონის განცხადება

აშშ-ის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ფრანგულ ღვინოზე 100-პროცენტიან ტარიფებს დააწესებს, თუ პარიზი ამერიკული ტექნოლოგიური კომპანიებისთვის არსებულ ციფრულ გადასახადს არ გააუქმებს. დონალდ ტრამპის თქმით, მან საფრანგეთის პრეზიდენტი პირადად გააფრთხილა. ემანუელ მაკრონმა კი – მედიას განუცხადა, რომ მისი ქვეყანა მუქარას არ დაემორჩილება და საფრანგეთის კანონმდებლობის საკითხებს ამერიკა არ წყვეტს. საფრანგეთი 2019 წლიდან იღებს სამპროცენტიან გადასახადს ციფრული სერვისების შემოსავალზე. ეს ეხება კომპანიებს, რომელთა გლობალური შემოსავალი 750 მილიონ ევროს აღემატება, საფრანგეთში კი – 25 მილიონ ევროს.