„ჩვენ ვიცით, რას ნიშნავს უსაფრთხოების გარანტიების არ არსებობა, ეს იყო საქართველო 2008 წელს, ეს იყო ყირიმი 2014 წელს“ – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა. ემანუელ მაკრონის თქმით, აუცილებელია უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების მიცემა, რომ რუსეთმა შეასრულო თავისი დაპირებები და ვალდებულებები. ფრანგულ ტელეკომპანიასთან ინტერვიუში საფრანგეთის პრეზიდენტი პუტინი „მტაცებლად“ მოიხსენია. მისი თქმით, საქართველოში 2008 წელს შეჭრის შემდეგ, პუტინს იშვიათად დაუცავს მისი დაპირებები და ძალაუფლების გასაზრდელად საზღვრების ცვლილებას ცდილობს. „საკუთარი გადარჩენისთვის მან უნდა გააგრძელოს ჭამა, ის მტაცებელი მონსტრია ჩვენს კართან“, – თქვა მაკრონმა ფრანგულ მედიასთან ინტერვიუში.